ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ბუნებრივია, ამაში ალბათ გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს, ის ადამიანები გამიგებენ, ვინც ერთხელ უკვე იყვნენ პოლიტიკაში და გამოსცადეს მთელი ის თავისებურება, რომელიც ახლავს პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს და ზოგადად, ამ პროცესებს. ბუნებრივია, მე ვღელავდი, ვინაიდან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდში, რაზეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რის გამოც, ის დაბრუნდა პოლიტიკაში და მეც პრინციპში, შემიძლია ვთქვა იგივე - ეს არის ის პრობლემები და ის მიზეზები, რის გამოც მეც დავბრუნდი პოლიტიკაში
ქართული ოცნება
ღარიბაშვილი: იგივე შემიძლია ვთქვა, რაც ივანიშვილმა - გუნდის პრობლემების გამო დავბრუნდი
tbl.ge/3iwe
დაკოპირდა

ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში "რეაქცია".
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




