ამერიკის ყველაზე სწრაფი დრამერი ქალი - ვაიოლა სმიტი, თავისი საოცრად ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ერთნაირად შეუდარებელი იყო მუსიკის სხვადასხვა მიმდინარეობაში.
სმიტი 1912 წელს ვისკონსინის შტატში დაიბადა სადაც 9 და-ძმასთან ერთად გაიზარდა.
მთელი ოჯახი ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა. 1920 წელს ვაიოლას მამამ გადაწყვიტა თავისი 7 ქალიშვილებისგან ბენდი შეექმნა, სახელწოდებით "დები სმიტები". დებმა საზოგადოების ყურადღება 1930 წელს მიიქციეს, როცა ტალანტების შოუს რადიო ვერსიაში მიიღეს მონაწილეობა.

ამის შემდეგ ვაიოლა საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ფილ სტილანის ორკესტრს შეუერთდა. ის იმდენად ნიჭიერი იყო, რომ მალევე NBC-ის ერთ-ერთმა წამყვანმა სიმფონიურმა ორკესტრმა მიიწვია.
1949 წელს, მას შემდეგ რაც მუსიკოსმა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ინაუგურაციაზე დაუკრა, ქალმა საკუთარი ბენდი, სახელწოდებით "ვაიოლა და მისი 17 დრამი" შექმნა.

მან სხვა ქალებს სტიმული მისცა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში თავიანთი სათქმელი ეთქვათ
მუსიკოსი ახლა 106 წლისაა და აქამდე აქტიურად უკრავდა ინსტრუმენტზე. ის Forever Young Band -ის წევრი იყო და კალიფორნიის ქალაქ კოსტა-მესაში უკრავდა.

"ერთხელ თვითმფრინავში ჩემს გვერდით მჯდომი კაცი ლიქიორს ჰყიდდა. მან მითხრა, რომ ადამიანები, რომლებიც ღვინოს ყოველდღე სვამენ, ამით სიცოცხლეს იხანგრძლივებენ. ძალიან გამიხარდა ამის მოსმენა. წითელი ღვინო უკეთესია. მაგრამ თეთრი ღვინოც კარგია. ამიტომ მე ყოველდღე ვსვამ ერთ ჭიქას. ორიც შეიძლება, მაგრამ ერთს ვსვამ",- ამბობს მუსიკოსი.
ვაიოლა აგრძელებს ბარიერების მსხვრევას. სხვებს დღემდე შთააგონებს, რომ ყოველთვის უნდა იბრძოლო და ბევრი უნდა იშრომო ოცნების და მიზნების ასრულებისთვის.





