პრეზიდენტი

პრეზიდენტი ჩხეიძის განცხადებაზე: მაია ცქიტიშვილი კარგად უმკლავდება ამ თავის "მძიმე ტვირთს"

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ნატო ჩხეიძის, განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, მოსმენისას თქვა, რომ ეს უწყება ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია. 

"ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთი???? მეც, "ლიბერალის" არ იყოს, მგონია, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი განცხადება და შეიძლება ქალის შესაძლებლობების დამცირებად იყოს აღქმული. ამ დროს მაია ცქიტიშვილი ერთერთი ძლიერი მინისტრია და კარგადაც უმკლავდება ამ თავის "მძიმე ტვირთს", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე. 

მედიის ნაწილმა, მათ შორის, "ლიბერალმაც" ნატო ჩხეიძის განცხადებას სექსისტური უწოდეს. 

"მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე ქალების დანიშვნას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამხელა მთავრობაში, ისეთი რთული სამინისტოს განპირობება ქალზე, როგორიც არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის,"- თქვა ჩხეიძემ მინისტრ ცქიტიშვილის მოსმენისას. 

კომენტარები