ცნობილი ადამიანები

ვიქტორია ბექჰემი: დევიდი შესანიშნავი ქმარი, მამა და ბიზნეს პარტნიორია

E! News

ვიქტორია ბექჰემმა Entertainment Tonight-თან დევიდ ბექჰემთან ურთიერთობასა და საკუთარ კარიერაზე ისაუბრა.

ვარსკვლავურ წყვილს ივლისში ქორწინების 20 წლის იუბილე აქვთ.

"ჩვენ ამ დღეს, დიდი ალბათობით ბავშვებთან ერთად ავღნიშნავთ. დევიდი შესანიშნავი ქმარი და მამაა, ამასთან ერთად ის დაუჯერებლად კარგი ბიზნეს პარტნიორია. ის ყოველთვის მხარს მიჭერს იმაში, რასაც ვაკეთებ", - თქვა ვიქტორია ბექჰემმა.

ვიქტორია ბექჰემმა საკუთარ იუთუბ არხზე შოუ დაიწყო, სადაც ის მაყურებლებლებს თავის თავსა და მოდაზე უყვება.

"ეს არის ყველაზე დიდი შოუ, რაც გამიკეთებია. ვიყოთ გულწრფელები, მსურს რომ გამომწერები მომემატნონ და არა დამაკლდნენ. ამიტომ, სიშიშვლე მინიმალურად იქნება. თქვენ ნახავთ ჩემს გარდერობს და ასევე ნახავთ, როგორი უწესრიგო ვარ. შოუში ქნება ოჯახური მომენტებიც, რადგან ოჯახი უდიდესი ნაწილია იმის, რასაც ვაკეთებ", - თქვა ვიქტორია ბექჰემმა.

კომენტარები