მდინარაძე TBC-ზე: ზედმეტი პოლიტიზირებით ზიანი არ უნდა მივაყენოთ საზოგადოებრივ ინტერესს

კითხვები, რომლებიც ჩნდება, მათ შორის საზოგადოებაში, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოებისკენ, გამოძიების შედეგებისკენ და ამაში ჩარევა და ზედმეტი პოლიტიზირებით გარკვეული ზიანი არ უნდა მივაყენოთ საზოგადოებრივ ინტერესს, რომლის მიხედვითაც, ყველას, მათ შორის მეც, მაინტერესებს, რასთან გვაქვს საქმე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე. 14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

კომენტარები