სოლსბერი

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, სადაც სკრიპალი მოწამლეს, კათედრალზე რუსეთის დროშა გამოფინეს

BBC

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში კათედრალზე რუსეთის დროშა გამოფინეს.

დროშა დილით დააფიქსირეს, თუმცა მალევე ჩამოხსნეს. პარლამენტარ ჯონ გლენის თქმით გასულ წელს ქალაქში სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გათვალისწინებით ეს "სულელური ხუმრობაა".


ფოტო: BBC

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს, თუმცა დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილები GRU-ს აგენტები არიან.

გასულ წელს Russia Today-ზე გასულ ინტერვიუში მათ თქვეს, რომ სოლსბერიში ტურისტებად ჩავიდნენ და კათედრალი მოინახულეს.

ამის შემდეგ რუსულმა პროპაგანდისტულმა სახელმწიფო მედიამ, Russia Today-მ საჩუქრების სახით შოკოლადისაგან დამზადებული სოლსბერის კათედრალი დააგზავნა.

კომენტარები