მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგების მილი დაზიანდა. GWP-ის ცნობით, ადგილზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ. დაზიანების გამო, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
"რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 14 თებერვალს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: პეტრიაშვილს, ბარნოვის, შანიძის, ჯანაშიას და მიმდებარე ქუჩებს" - აცხადებს GWP.