საოკუპაციო ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმუნებულის მოადგილის მამაა. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ისინი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის არიან დაკავებულნი.

"ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი"- აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები