მოდა

ვიქტორია ბექჰემი კოლექციებში ბუნებრივ ბეწვსა და ტყავს აღარ გამოიყენებს

WWD.com

ვიქტორია ბექჰემი კოლექციებში ბუნებრივ ბეწვსა და ეგზოტიკურ ტყავს აღარ გამოიყენებს.

ბრიტანელი დიზაინერის კომპანიამ განცხადება ორშაბათს გაასაჯაროვა.

"როგორც ბიზნესი, ჩვენ ვეძებთ პროდუქტებს, რომლების გამოყენებაც ეთიკურად უფრო სწორი იქნება და ნაკლებ გავლენას მოახდენს გარემოზე. სიხარულით ვადასტურებთ, რომ ჩვენ შევწყვეტთ ეგზოტიკური ტყავის გამოყენებას მომავალ კოლექციებში. ეს გადაწყვეტილება გამოხატავს არამხოლოდ ბრენდის სურვილს, არამედ მომხმარებლებისაც", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიქტორია ბექჰემს აქამდე სურვილისამებრ არასდროს გამოუყენებია ბუნებრივი ბეწვი, თუმცა უკვე ცხადი გახდა რომ ის ბეწვს მომავალშიც არ გამოიყენებს.

ვიქტორია ბექჰემი არ არის პირველი დიზაინერი ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, აქამდე ბეწვისა და ეგზოტიკური ცხოველების ტყავის გამოყენება მოდის სახლებმა - გუჩიმ, ბარბერიმ, ვერსაჩემ, ვივიენ ვესტვუდმა, შანელმა და მაიკლ კორსმა აკრძალეს.

კომენტარები