ფარული ჩანაწერები

პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი

კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ამის ნებისმიერ გამოვლინებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხი. შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის უკვე დააკავა 16 პირი, ჩვენი ხელისუფლება უყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ყოველთვის ხელშეუხებელი და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში

პრემიერი მამუკა ბახტაძე პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

კომენტარები