დონალდ ტრამპი

სარა სანდერსი: ღმერთს სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო

thenypost

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის თქმით, ღმერთს სურდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამხდარიყო. 

ამის შესახებ სანდერსმა ტელეკომპანია CBN- თან ინტერვიუში თქვა.

"ვფიქრობ, ღმერთი სხვადასხვა დროს ამა თუ იმ როლის შესასრულებლად გვეძახის და ჩემი რწმენით, ღმერთს სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო და ზუსტად ამიტომაც ის იქ არის, სადაც არის",- ამბობს სანდერსი.

მან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნულზე დემოკრატების პოზიცია გააკრიტიკა. 

"სასაცილოა იმის თქმა, რომ შენი ხალხის დაცვის იდეა, რაც აშშ-ს პრეზიდენტის ფუნდამენტური მოვალეობაა, ამორალურია"- აღნიშნა მან.

სანდერსმა სირიაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ტრამპი ქრისტიანებს და ქურთებს მხარს უჭერს. 

კომენტარები