ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ 29 იანვარს თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას" ასახელებს. 

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერტო „რუსთაველი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის, კოსტავას, ჭოველიძის, ხოშტარიას, გოგებაშვილის, კერესელიძის, ბელინსკის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, ბესიკის, კირილე უკლებას, ყიფიანის, ბათუ კრავეიშვილის, ინგოროყვას, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, არსენას, ჭონქაძის და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ალადაშვილის, მარტყოფის, ნასაკირალის, დმანისის, იუსტინე აბულაძის, მთავარანგელოზის, მახათას, კონსტანტინე ერისთავის და მეველეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, შმიდტის, ბურძგლას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები