ქურდობა

შსს: ბოლო პერიოდში, ბინების გაქურდვისა და გაქურდვის მცდელობისათვის 6 პირი დაკავეთ

 

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში თბილისში, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოზე და ვარკეთილში ბინები, დიღმის სანერგე მეურნეობაში კი საცხოვრებელი სახლის გაქურდვისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში სულ დაკავებულია 6 პირი.

"დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1975 წელს დაბადებულმა დ.მ.-მ თბილისში, დიდი დიღომში, ერთმანეთის მეზობლად მდებარე, ორი მოქალაქის საცხოვრებელი ბინების გაქურდვა სცადეს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების  პირადი ჩხრეკისას, კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები -  ე.წ. "ატმიჩკები" ნივთმტკიცებად ამოიღო." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
 

კომენტარები