ინვესტორი, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა, პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ თურმე, ხელებს ვუგრეხთ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ქალაქის და თბილისელების ინტერესები უპირველესია და ინვესტორს არასდროს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული თეთრის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რადგან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, ინვესტორი მყავს მხედველობაში, შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში - ვაკის პარკში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ეს მშენებლობა არ დავუშვათ
კალაძე სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელზე: შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა
tbl.ge/3fex
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელის განცხადებას პასუხობს. გიორგი ზაქაიძემ რამდენიმე დღის წინ მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მერია ხელების გადაგრეხით არის დაკავებული და პირობები, რომლებსაც დედაქალაქის მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით სთავაზობს, მისთვის მიუღებელია.




