არ ვიცი ახლა, ხაბეიშვილს, ამ არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით - ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებებიც და მესიჯებიც არის ერთგვარი, ერთიან შინაარს შეიცავს. ამ ადამიანებს რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა, ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, გვქონდა შეხვედრა ბიზნესსექტორთან, გავაცანით პროექტი, საკმაოდ დიდი ინტერესია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე, აბრძანდნენ და ... ნუ, მიშას არ გამოუვა, მაგრამ მას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, უფრო... როგორიც არის გამონათქვამები, ისეთია პასუხები
tbl.ge/3f3g
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე ენმ-ის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ენმ მის დაკითხვას ითხოვს.
ამავე თემაზე
- მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი
- კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, დინამოს სტადიონის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება
- ქანიე უესთის კონცერტის გამო, მეტრო და ავტობუსები 13 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებს
- 27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე




