რიანა

რიანამ მამამისის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

მომღერალმა რიანამ მამამისის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ variety წერს

როგორც ცნობილია, მომღერლის სრული სახელი რობინ რიანა ფენტია. მისმა მამამ, რონალდ ფენტიმ კი მისი სავაჭრო ნიშანი Fenty თავისი ბიზნესისთვის უკანონოდ გამოიყენა.

რიანამ სიტყვა Fenty-ს სავაჭრო მარკა შეიძინა და ამიტომ, მისი გვარის ფინანსური მოგებისთვის გამოყენება იკრძალება. მიუხედავად ამისა, რონალდმა კომპანია Fenty Entertainment დაარასა. 

გამოცემა წერს, რომ მომღერლის ადვოკატებმა მამამისს წერილობით არაერთხელ მიმართეს, თუმცა კაცმა ეს არ გაითვალისწინა. 

მათი ინფორმაციით, მამამისი და მისი ბიზნესპარტნიორი რიანას ოფიციალურ წარმომადგენლად ასაღებდნენ თავს და ამით მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს. 

რიანა მოითხოვს, რომ რონალდ ფენტის მისი სახელის სარგებლობის უფლება შეეზღუდოს და Fenty-ს სავაჭრო მარკით სარგებლობა აეკრძალოს.

კომენტარები