ლას ვეგასში ტექნიკის ყოველწლიურ გამოფენაზე Tesla-ს უპილოტო მანქანამ ჰუმანოიდი რობოტი გაიტანა.
Promobot-ის განცხადების მიხედვით მათი რობოტის რომლის ქირაობაც დღეში 2,000 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი, რამდენიმე მოდელი წარადგინეს.
ერთ-ერთი მათგანი გამოფენაზე მისვლამდე განსაზღვრული ხაზიდან გზაზე გადავიდა, რა დროსაც მას Tesla-ს ავტომობილი დაეჯახა. ავტომობილს არავინ მართავდა, ის უპილოტო რეჟიმში მოძრაობდა.
კომპანიის თქმით რობოტი სერიოზულადაა დაზიანებული და სავარაუდოდ მისი შეკეთება ვეღარ მოხერხდება.