ოქროს გლობუსი

სატანისტურმა ეკლესიამ კრისტიან ბეილი სატანის მოხსენიებისთვის შეაქო

ამერიკელმა მსახიობმა, კრისტიან ბეილმა 2019 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ნომინაციაში მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი კომედიურ ფილმში ან მიუზიკლში გაიმარჯვა.

სამადლობელ სიტყვაში მსახიობმა ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ერთად სატანაც მოიხსენია:

"მადლობა სატანას, ინსპირაციისათვის, თუ როგორ უნდა მეთამაშა ეს როლი."- თქვა მან.

მის მადლობას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა.

სატანისტური ეკლესია ამ ამბავს მალევე Twitter-ის გვერზე გამოეხმაურა და მსახიობი სატანის მადლობისთვს შეაქო. 

"ჩვენთვის სატანა სიამაყის, თავისუფლების და ინდივიდუალიზმის სიმბოლოა, რომელიც ჩვენი პოტენციალის გამოვლენაში გვეხმარება. მისტერ ბეილის ნიჭმა და უნარებმა მას ეს ჯილდო მოუტანა და ეს სამართლიანია. დიდება კრისტიან, დიდება სატანას!",- წერენ ისინი. 

რიგით 76-ე ოქროს გლობუსის გამარჯვებულების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

კომენტარები