ლევან კობერიძე

კობერიძე: იუსტიციის საბჭო საერთოდ დასაშლელია

მე რომ მკითხოთ და პირადად მაქვს ეს მოსაზრება, რომ იუსტიციის საბჭო საერთოდ დასაშლელია უკვე ახლა. იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც ის არსებობს და რა ქმედებებსაც ის დღეს სჩადის, არის დასაშლელი. გადმოვიტანოთ მოსამართლეების დამტკიცების პროცესი პარლამენტში, პარლამენტში, რომელიც გამჭვირვალეა, არ ერიდება ღია დისკუსიებს. ძალიან ბევრი გამოცდილი იურისტი არსებობს, რომელიც სისტემის გარეთ არის დარჩენილი. დღეს სისტემა ჩაკეტილია. იუსტიციის საბჭოს თანხმობის გარეშე, ფაქტობრივად, სისტემაში ვერ შედის ადამიანი. ეს ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ ეს განცხადება "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გააკეთა.

კომენტარები