ირაკლი კობახიძე

კობახიძე ილია II-ს: თქვენი მოღვაწეობა ჩვენი ერის მომავალი განვითარების საწინდარია

ეს დღე დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის, იმიტომ, რომ ამ დღეს უკავშირდება ჩვენი ეკლესიის აღორძინება, ჩვენი საზოგადოების სულიერი გაძლიერება. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობის თითოეული დღისთვის, თითოეული წუთისთვის. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ წვლილისთვის, რომელიც შეტანილი გაქვთ ჩვენი საზოგადოების გაძლიერებაში და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მოღვაწეობა არის საწინდარი ჩვენი ერის მომავალი განვითარებისათვის.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, "კობახიძემ პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა და ქართული ეკლესიის აღორძინებასა და საზოგადოების სულიერ გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა".

კომენტარები