კრიმინალი

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში დღეს, დილის საათებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

უცნობია გარდაცვლილის ასაკი. შსს-ში ამბობენ, რომ ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები