აბანოთუბანი ჯგუფი ერთ-ერთ აბანოში 3 ივნისს 2 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ობიექტზე დაცული იყო "უსაფრთხოების, რეგისტრაციისა და მომსახურების ყველა მოქმედი სტანდარტი და პროცედურა".
"აბანოთუბანი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
კომპანიის მხრიდან ობიექტზე დაცული იყო უსაფრთხოების, რეგისტრაციისა და მომსახურების ყველა მოქმედი სტანდარტი და პროცედურა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის სივრცეში მიღებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა.
აბანოთუბანი ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. აქტიურად მიმდინარეობს საქმის გარემოებების შესწავლა.
ამჟამად აბანოების სამუშაო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება". - ნათქვამია განცხადებაში.




