ბენედიქტ კამბერბეჩი

ბენედიქტ კამბერბეჩის თქმით, თუ ქალ მსახიობს მასზე ნაკლებს უხდიან, იგი როლზე უარს ამბობს

ბენედიქტ კამბერბეჩმა ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება როლს, თუ მასთან ერთად მომუშავე მსახიობი ქალი იმავე რაოდენობის ჰონორალს იღებს ფილმში მონაწილეობისთვის, რასაც იგი.

რადიო "თაიმსთან" ინტერვიუში, "შერლოკის" ვარსკვლავი ამბობს, რომ თანაბარი ანაზღაურება ფემინიზმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

"თანაბარი ანაზღაურება და ადგილი მაგიდასთან ფემინიზმის ცენტრალური პრინციპებია. შეხედეთ თქვენ კვოტებს. იკითხეთ რას უხდიან ქალს და თქვი, თუ მას არ უხდიან იგივეს, რასაც კაცებს, მეც არ ვიზამ ამას", - ამბობს მსახიობი.

ბენედიქტ კამბერბეჩის თქმით, მისი ახალი საპროდიუსერო კომპანია გეგმავს ისეთი პროექტების შექმნას, სადაც ქალ პერსონაჟებს წამყვანი როლი ექნებათ, - "მე ამაყი ვარ, რომ ადამი (ბიზნეს პარტნიორი) და მე ვართ ერთადერთი ადამიანები ჩვენს კომპანიაში; ჩვენი შემდეგი პროექტი არის ქალის ისტორია, ქალის თვალით დანახული დედობა, ბუნებრივი კატასტროფების პერიოდში", - ამბობს ბენედიქტ კამბერბეჩი.

კომენტარები