ბენედიქტ კამბერბეჩი

ბენედიქტ კამბერბეჩი Good Omens-ის გუნდს უერთდება და ეშმაკის როლს შეასრულებს

ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი Amazon-ის სატელევიზიო შოუს Good Omens-ის გუნდს უერთდება. როგორც ცნობილია, "შერლოკის" ვარსკვლავი ნილ გეიმანის სატელევიზიო შოუში ეშმაკის როლს შეასრულებს. 

გეიმანმა 1990 წელს გამოცემული იმავე სახელწოდების ნოველა ტერი პრეტჩეტთან ერთად სცენარად აქცია. სერიალში დევიდ ტენანტი და მაიკლ შინი დემონისა და ანგელოზის როლებს ასრულებენ, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რათა აპოკალიფსის თავიდან აცილება შეძლონ. სერიალში ასევე მონაწილეობს ფრენსის მადორმანდი, რომელიც ღმერთის ხმაა და ჯონ ჰემი, რომელიც მთავარანგელოზ გაბრიელის როლს თამაშობს. 

Amazon-მა ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ 6-ვე სერია 31 მაისს გაეშვება.

კომენტარები