აფეთქება ათენში

ათენის ცენტრში ეკლესიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

Reuters

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ცენტრში წმინდა დიონისეს ეკლესიასთან აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

აფეთქება დილით მოხდა, მაშინ, როდესაც ეკლესია იხსნებოდა. დაშავებულია ერთი პოლიციელი და ეკლესიის ერთი მსახური. ამჟამად მათი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების თქმით ეკლესიის მსახურმა და პოლიციელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკლესიასთან ახლოს იპოვეს და პოლიციაში დარეკეს, თუმცა ის მოულოდნელად აფეთქდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დგას თავდასხმის უკან. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები