შინდისის გზაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
ამას გარდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია კიდევ ორი მამაკაცი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში.





