აშშ

ტრამპი უარს ამბობს ბიუჯეტის ხელმოწერაზე, რომელიც სასაზღვრო კედლის ხარჯებს არ ფარავს

ABC News

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პროექტს, რომელიც სენატმა დაამტკიცა, დროებით ხარჯებს მოიცავს და ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადას თებერვლამდე გადაწევს, ხელს არ მოაწერს, რადგან ის სასაზღვრო კედლის ხარჯებს არ მოიცავს.

"მე ჩემი პოზიცია ნათლად დავაფიქსირე. მთავრობის დაფინანსების ნეიბისმიერმა პროექტმა უნდა მოიცვას სასაზღვრო უსაფრთხოებაც. არა პოლიტიკური მიზეზებიდან, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს ჩვენი წმინდა ვალია. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს.

ამის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების, მექსიკის საზღვარზე კედლის ხარჯებს, 5 მილიარდ აშშ დოლარსაც მოიცავს.

კონგრესის ქვედა პალატამ ბიუჯეტის პროექტს მხარი 217 ხმით 185-ის წინააღმდეგ გუშინ დაუჭირა, თუმცა მოელიან, რომ სენატში პროექტი საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, რასაც შესაძლოა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა მოჰყვეს.

ტრამპის მხარდამჭერებმა კამპანია წამოიწყეს. მათ სასაზღვო კედლის მშენებლობისათვის 1 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება სურთ. კამპანიის ავტორი ერაყის ომის ვეტერანია. მისი თქმით ტრამპის თითოეულმა მხარდამჭერმა 80$ რომ გაიღოს, საკმარისი იქნება.

GoFundMe-ზე მისმა კამპანიამ 3 დღეში 9 მილიონი დოლარი მოაგროვა.

კომენტარები