კრიმინალი

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს, ნაცემია თანამშრომელი

flickr

ზუგდიდში თხილის ქარხანა "თურალ გრუპი" დააყაჩაღეს. ქარხნის მენეჯერის ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი შენობაში იარაღის მუქარით შეიჭრა. მისი თქმით, წაიღეს 50 000 ლარი და სცემეს ერთ-ერთ თანამშრომელს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები