ზაფხულში, ნორვეგიაში შეგიძლიათ იქირაოთ მთლიანი კუნძული, რომელზეც სასურველი დროის განმავლობაში მხოლოდ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანები იქნებით და პოლარული ციალების ყურებით დატკბებით.

ფოტო: www.thrillist.com
კუნძულზე 9 პატარა, იზოლირებული კოტეჯია, რომელშიც 15 ადამიანი თავისუფლად მოთავსდება.

ფოტო: www.thrillist.com
"სრული სიმშვიდე და გასაოცარი ხედები, არ შეგაწუხებთ მანქანის ხმა, ან უცხო, არასასურველი ადამიანი, ღვინის ჭიქით ხელში შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით", - ასე აღწერს ერთ-ერთი ტურისტული საიტი კუნძულს, რომელიც ერთი კვირით 3,500 დოლარად შეგიძლიათ იქირავოთ.





