ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორი თემურ შენგელაია Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გამოცდის მიმდინარეობისას გადახდენილ სასაცილო ისტორიას ყვება.
შენგელაიას თქმით, გამოცდების წერის დროს ის ძალიან მკაცრად აკონტროლებს ე.წ "შპარგალკებს". ერთერთი მორიგი ჩამოვლისას ლექტორმა სტუდენტის ქუდის ნაკეციდან ამოშვერილი ფურცელი დაინახა, რომელიც მაშინვე ამოიღო.
ფურცელზე ეწერა: "კიდევ სცადე".