კრიმინალი

შსს: გუშინ ვაკეში სროლა იყო, დაკავებულია სამი პირი

Getty Images

გუშინ ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-ს სამი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება თავად ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა გუშინ ვაკეში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 16 ნომერში, ურთიერთშელაპარაკება მოხდა დ.კ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ი.რ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს შორის, რა დროსაც დ.კ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. ზ.რ.-მ და დ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

კომენტარები