იმ დანაშაულებების კასკადის ფონზე, რომელიც სოფელ ველისციხესთან ხელისუფლებამ ჩაიდინა და ოპოზიციას მხარდამჭერებთან ერთად, არ მისცა საშუალება, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება განეხორციელებინა და ახლა ცდილობს, როგორმე თავი იმართლოს და დავით კირკიტაძის დაკავებით ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი ჩადენილი დანაშაული ოპოზიციას გადააბრალოს. ხელისუფლებას აქვს ახლა ერთადერთი გზავნილი და ცდილობს, თავი იმართლოს, რომ თითქოს, დავით კირკიტაძე თავს დაესხა პოლიციას. ჩვენ გზა არ გადაგვიღობეს პოლიციელებმა, ჩვენ გზა გადაგვიღობეს დამნაშავეებმა
დავით კირკიტაძე