სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ბესელია ოპოზიციაზე: ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - ეს იყო კანონის დარღვევა

მე რაც ვნახე და ვუყურე კადრებს, ეს იყო აშკარად დესტრუქციული და ძალიან პროვოკაციული საქციელი, პარლამენტის წევრის მხრიდან პირველ რიგში, მელიას ვგულისხმობ, რომელიც მაგალითს უნდა აჩვენებდეს სხვებს კანონმორჩილების. ეს იყო მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრი.

მე მინდა, მადლობა ვუთხრა კუპატაძეს და იმ პოლიციელებს, რომლებიც იქცეოდნენ ღირსეულად და ამ პროვოკაციას არ აჰყვნენ.

მათ ჰქონდათ რა თქმა უნდა გზა და ჰქონდათ შესაძლებლობა, მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას. ყველას გადაადგილება იზღუდება, როდესაც არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც გულისხმობდეს, აკეთო ყველაფერი და იარო ისე, როგორც გინდა. ყველაფერს აქვს თავისი წესი, კანონი და ჩვენ ყველას გვაქვს ესეთი შეზღუდვები ყველგან. არსებობს გარკვეული ბარიერები - რატომ ვიღებთ საშვებს, რატომ შევდივართ გარკვეული პროცედურებით სადღაც, სადაც განსაკუთრებული რეჟიმია. იმიტომ, რომ არის ზოგჯერ გამონაკლისი წესები და ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, იყო კანონის დარღვევა.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ეკა ბესელია ეხმაურება გაერთიანებულ ოპოზიციასა და პოლიციას შორის გურჯაანში მომხდარ დაპირისპირებას.

კომენტარები