რუსეთი

რუსეთში "არასანდო ინფორმაციის" გავრცელება შესაძლოა დასჯადი გახდეს

Panoramio

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც მედიითა და ინტერნეტით "არასანდო ინფორმაციის" გავრცელებას კრძალავს. დოკუმენტის მიხედვით, საუბარია ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც "საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს ან წესრიგის მასობრივ დარღვევებს გამოიწვევს".

რუსული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი დეპუტატმა ანდრეი კლიშასმა სხვა პარლამენტარებთან ერთად მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები იგეგმება "მასობრივი ინფორმაციის საშუალებების" და "ინფორმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის" შესახებ კანონებში, რაც შესაძლებელს გახდის დაიბლოკოს ინტერნეტში გავრცელებული არასანდო ინფორმაცია.

შეიცვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც და მედიასა თუ ინტერნეტში არასანდო ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის ჯარიმები დაწესდება - მოქალქეებისთვის 3000-დან 5000 რუბლამდე მოქალაქეებისთვის, ხოლო კომპანიებისთვის 400 ათასიდან მილიონ რუბლამდე.

"შემოთავაზებული ინიციატივა ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე, თავისუფალი მედიის უფლების გამოყენების პროცესში ინდივიდისა და საზოგადოების კანონიერი უფლებების დაცვის პოლიტიკის გაგრძელებაა", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები