თელასი

8 დეკემბერს გლდანის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება 5 საათით შეეზღუდება

Creative commons

8 დეკემბერს გლდანის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს. 

თელასის განცხადებით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, V მიკრორაიონების, გაგარინის, ვართაგავას, დემნა შენგელაიას, რამაზ შენგელიას, ნიკოლოზ შენგელაიას, მორეტის, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის, ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

თელასის განცხადების შეზღუდვის მიზეზი საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებია. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,"- წერია თელასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები