რუსეთ-საქართველო

ლავროვი: იმედია, ზურაბიშვილთან ერთად ახალ გზებს გამოვნახავთ თანამშრომლობისთვის

[სალომე] ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და აკეთოს მთელი ერისთვის სასარგებლო საქმეები. რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, ჩვენ თბილისთან კარგი ურთიერთობა გვსურს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის გზების გამოძებნას. 

[ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში] ბევრ რამეზე შევთანხმდით, რომლებიც სამწუხაროდ, მოგვიანებით თბილისმა უგულებელყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე, რუსულ მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში ისაუბრა

კომენტარები