ნიკა რურუა

შსს: ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკოს, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" წევრ ნიკა რურუას გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევის გამო გარდაიცვალა.

"მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები