აშშ-რუსეთი

ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა, მიზეზი უკრაინის კრიზისია

The New York Times

დონალდ ტრამპმა ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.

აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა 1 დეკემბერს არგენტინაში ბუენოს აირესში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში უნდა გამართულიყო.

ტრამპმა შეხვედრის გაუქმება გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებაზე რუსეთის უარს დაუკავშირა:

„გამომდინარე იქედან, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნებულან, გადავწყვიტე, რომ ყველა მხარისთვის უკეთესია, გავაუქმო არგენტინაში დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან სამიტს როგორც კი სიტუაცია გადაწყდება“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა Twitter-ზე.


ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ტამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის „ალბათ“ მაინც შეხვდებოდა პუტინს, მიუხედავად ზემოთ დასახელებული მიზეზისა.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცკის, ლუგანსკის, ნიკოლაევსკის, ოდესის, სუმსკის, კარკოვის, ჩერნიგოვსკის, ხერსონსკის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

 

კომენტარები