ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენების 98.92% დათვალა. ქვეყნის უმეტეს ოლქში ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი იმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილი ხმების 59.6% აქვს, ხოლო მის ოპონენტს გრიგოლ ვაშაძეს - 40.4%.
ამ დროისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი მხოლოდ სამ ოლქში იმარჯვებს:
თელავი (დათვლილია ყველა უბანი)
- გრიგოლ ვაშაძე - 51.19%
- სალომე ზურაბიშვილი - 48.81%
რუსთავი (დათვლილია ყველა უბანი)
- გრიგოლ ვაშაძე - 51.51%
- სალომე ზურაბიშვილი - 48.49%
საზღვარგარეთი (57 უბნიდან დათვლილია 19)
- გრიგოლ ვაშაძე - 61.04%
- სალომე ზურაბიშვილი - 38.96%.





