არჩევნები 2018

დათვლილია ხმების 32% - ზურაბიშვილი 57.37%, ვაშაძე - 42.63%

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია ხმების 31.88%. 

წინასწარი შედეგების თანახმად, ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 57.37% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 42.63%.

3705 საარჩევნო უბნიდან, ამ დროისთვის დათვლილია - 1179 (+2 საგამონაკლისო).

კომენტარები