ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ხმის მიცემის ფარულობის მასობრივმა დარღვევამ, შავი ფულის მასობრივმა ბრუნვამ, დაშინებამ, ძალადობამ, დაუსჯელობამ და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას". მისი თქმით, ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს დგას ქართული საზოგადოების მომავლის წინაშე.
"მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც თავისუფალი ნება გამოხატა დღეს და მივიდა საარჩევნო უბნებზე.საარჩევნო პროცესი დასრულებული არ არის მანამდე, სანამ არ დაითვლება ყველა ხმა და მინდა მოვუწოდო ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს და ყველა პატიოსან ადამიანს, რომელიც დღეს სააარჩევნო უბნებზე არის - ბოლომდე უნდა ვიმუშავოთ, რა პირობებიც არ უნდა იყოს და მაქსიმალურად დავიცვათ ის სტანდარტი დემოკრატიის, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ამ უმძიმესი პოლიტიკის და ქმედების ფონზე" - თქვა ბოკერიამ.
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მიიღო, ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად - 55%.





