არჩევნები 2018

კალაძე: ქალბატონმა სალომემ საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას

თავს უფლებას მივცემ, წინასწარ, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მივულოცო ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი.

ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილს 58% აქვს, ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით - 55%.

კომენტარები