არჩევნები 2018

გოცირიძე: შაქრით და კარტოფილით ამომრჩევლის მოსყიდვა "ოცნების" აღურიცხავი შავი ფულით მიდის

ტაბულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით, კანონის ფარგლებს სცდება წინასაარჩევნოდ სახელმწიფო რესურსების აქამდე არნახული მობილიზება. 

"ეს არის დაშინება, სამსახურიდან გაშვება, ან გაშვების მუქარა, იძულება, მოსყიდვა, დასაჩუქრება და სხვა. ვინაიდან ხელისუფლების მიმართ დაბალია ნდობა"- ამბობს გოცირიძე ტაბულასთან საუბარში. 

მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნეს არეკეტებს და ამით სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს. 

"ტრიალებს უზარმაზარი შავი ფული, ვინაიდან ოფიციალურად სალომე ზურაბიშვილს აქვს საარჩევნო ფონდი, რომელიც არის ყველა კანდიდატის მიერ დახარჯულზე მეტი. თუმცა, ეს არის სიმბოლური ფონდი და რეალური ხარჯები მოდის "ოცნების" პარტიული შავი ყულაბიდან. ვინაიდან ის აქტივობა რაც პარტია ახორციელებს, თუნდაც ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კოორდინატორები, ადგილობრივი დეპუტატები, მაჟორიტარები და რაც მთავარია, ამ შაქრით და კარტოფილით მოსყიდვა მიდის "ოცნების" აღურიცხავი შავი ფულით, რომლის წყაროც არის დარეკეტებული ბიზნესი",- აღნიშნა რომან გოცირიძემ. 

ის ამბობს, რომ ვალების ჩამოაწერაზე ივანიშვილის დაპირება არის ყველაზე უნამუსოდ შედგენილი სქემა, რომლის მიზანი ხალხზე ზრუნვა კი არ არის, არამედ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ხალხის გულის მოგება, მიზერული დანახარჯებით.

მისივე შეფასებით, თუ არჩევნები მნიშვნელოვანი გაყალბების გარეშე ჩაივლის, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს. 

"ამ ტოტალურმა ზეწოლამ გარკვეული შედეგი მოიტანა წინასაარჩევნო კამპანიაზე. გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის სხვაობა შემცირდა Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც არის ობიექტური. მაგრამ სხვაობა იმხელაა, რომ შეუძლებელია მისი დაძლევა საარჩევნო დღეს მნიშვნელოვანი გაყალბების გარეშე. თუ არ გაყალბდება, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ეჭვს არ იწვევს",- აღნიშნა მან.  

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ხვალ, 28 ნოემბერს გაიმართება. 

 

კომენტარები