ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე პროკურორებზე: გამოდის, ზედ არ მიყურებს, ვეკითხები რაღაცებს და მემალებიან

პროკურორები არიან ჩემი უფლებაწარმომადგენლები, ხომ ასეა, ხომ არ ვცდები რამეში? ადამიანი გამოდის, ზედაც არ მიყურებს, აგრძელებს გზას ჩვეულებრივად. მივდივარ, ვეკითხები რაღაცეებს და ვერ ვგებულობ ვერაფერს, მემალებიან.

ეს ქალი კიდევ ვინ არის ვერ გავიგე, სააპელაციოში რომ გასაჩივრდა და ახალი პროკურორი რომ დაინიშნა, სულ სხვა პროკურორი იყო, ახლა კიდევ სხვა არის, ალბათ მერე კიდევ შეცვლიან. ასე თამაშობენ და დახტიან აქეთ იქით თავის ჭკუაზე. მე რავიცი, რატომ იცვლება, ალბათ, ვერ ატარებენ ყველას თავის ჭკუაზე და იმიტომ იცვლება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე დღევანდელი პროცესის შემდეგ, რომელზეც სასამართლომ მოწმის სახით მერაბ მორჩაძე დაკითხა.

კომენტარები