სუ ოსტინი ბრიტანელი არტისტია, რომელიც მულტიმედიურ პროდუქტს ქმნის. 2012 წელს, ოსტინს სხვადასხვა მოვლენის მულტიმედიური სერიების შექმნა დაევალა იმ წლის კულტურული ოლიმპიადისთვის. შედეგად, მან შარმ ელ შეიხში, ეგვიპტეში წყალქვეშ ეტლით ცეკვა შეასრულა. ამ პროექტს "სპექტაკლის შექმნა" ეწოდა.
ოსტინის ეტლი National Health Service-ის სტანდარტული ეტლის ადაპტირებული ვარიანტი იყო. ოსტინი იმედოვნებს, რომ ასეთი ეტლები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება და წყალქვეშ მოგზაურობა ყველას შეეძლება.


ფოტო: www.designyoutrust.com
[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=26&v=IPh533ht5AU]





