არჩევნები 2018

კობახიძე: დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი ვერ განხორციელდება

პარლამენტის პრესსამსახური

ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ მოაწყობს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო გარემო შეაფასა. 

"მთლიანობაში გარემო ხედავთ რომ არის მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი. რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური გადაცდომები, თუმცა მთლიანობაში ეს არ აისახება სურათზე. არჩევნების ჩატარება იქნება უზრუნველყოფილი სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ამას დავამტკიცებთ ჩვენ, მათ შორის არჩევნების დღესაც. 

ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ისინი ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამაზე საუბრობდა სააკაშვილი, ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები. იმედია, რომ მათ ეს განზრახვა ბოლომდე გონებაში არ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფთ წესრიგის თავიდან ბოლომდე დაცვას.

რევოლუციური სცენარი და დესტაბილიზაცია საქართველოში ვერ განხორციელდება. მოვუწოდებთ ყველას, თავი აარიდონ ასეთ პროვოკაციებს. მთავარია არჩევნების სათანადოდ ჩატარება და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული საარჩევნო სუბიექტის, თითოეული პარტიის ყურადღება" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მხრიდან მომავალ დესტაბილიზაციის საფრთხეზე წლებია, საუბრობს. ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები