"პატრიოტთა ალიანსს" გარკვეული მოსაზრებები საგარეო კუთხით გააჩნია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რასაც "ქართული ოცნება" ამტკიცებს და საითაც "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა მიდის. განსხვავება იმდენად თვალსაჩინოა, რომ აქ კითხვის ნიშნის დასმა უადგილო მგონია. საზოგადოება რომელიც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა არ არის პოლიტიკურად ორიენტირებული ვთქვათ პატრიოტთა ალიანსის მიმართ.
კარგია რომ უჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა სალომეს საგარეო კურსი და წარმომავლობაც თქვენ გაცილებით უკეთ მოგეხსენებათ.





