შეიძლება ეგზიტპოლებს კიდევ რაღაცა ყურადღება დავუთმოთ, მაგრამ ასეთი დაძაბულობის პირობებში არამგონია, რომ რომელიმე კვლევას ყურადღება უნდა მივაქციოთ, აქეთ თუ იქით. საპირისპირო კვლევაც არსებობს, მაგრამ რეალურად საზოგადოების განწყობები ვიცით. ვფიქრობ, დამაჯერებლად გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. რაც შეეხება ხმების გადანაწილებას, ეს კვლევაც ჰაერიდან მოტანილი მგონია, ვინაიდან საზოგადოებას ჩვენც კარგად ვიცნობთ, ვხვდებით ხალხს და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დამოკიდებულება გაცილებით უფრო აგრესიულია, ვიდრე პირველ ტურში იყო
არჩევნები 2018
ვოლსკი: ასეთი დაძაბულობის პირობებში, არა მგონია, რომ კვლევებს ყურადღება უნდა მივაქციოთ
tbl.ge/3ajy
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი Edison Research-ის კვლევის შესახებ, რომლის შეწონილი შედეგების მიხედვითაც, გრიგოლ ვაშაძეს გამოკითხულთ 52% უჭერს მხარს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 48%. საპირისპირო მონაცემები აქვს იმედის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას - სალომე ზურაბიშვილი - 52%, გრიგოლ ვაშაძე - 48%.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




