სამართალდამცავებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართევი პირი ქურდობისთვის დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებულმა ვარკეთილსა და ვაზისუბნის დასახლებაში ათამდე ბინა გაქურდა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს და დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





