არჩევნები 2018

ივანიშვილი: საოცარი მხარდაჭერა გვაქვს ევროპისგან და აშშ-სგან, არასდროს ნაცებსაც არ ჰქონიათ

5 წელი დასჭირდა იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხელწერა ეცნო. თუ გინდ მე, წავედი, რაც ვთქვი, გავაკეთე, შეიძლება ბევრს ეწყინა, მაგრამ კარგად გაიგეს გარეთ, რომ მე არავის დაქირავებული არ ვარ, გარდა საკუთარი ხალხისა და არავითარი სხვა სურვილები არ მაქვს.

კარგად დაინახეს და წაიკითხეს, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რა დონეზე ჰქონდა ფესვები ნაცონალურ მოძრაობას, რა დონეზე ჰყავდათ მოტყუებული ევროპელებიც და ამერიკელებიც, რა დონეზე ჰქონდათ გაფორმებული, რომ ეს არის საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება და რა დაგვჭირდა ჩვენ. ჩემი პრემიერობისას ძირითადი დრო მიდიოდა იმაში, რომ პარტნიორები დამერწმუნებინა, რომ მე არ ვარ რაღაც...

დღეს ჩვენ გვაქვს საოცარი მხარდაჭერა ევროპისგანაც და ამერიკისგანაც, არასდროს ნაცებსაც არ ჰქონიათ ასეთი დამოკიდებულება ამას არ ეყოფოდა, არც ჩემი პირველი წელი, არც მეორე, არც მესამე არც მეოთხე, ამაში კვირიკაშვილსაც თავისი როლი აქვს ნათამაშები და არაფერი შემთხვევით არ მომხდარა, გარწმუნებთ. ყველა ნაბიჯი სწორად იყო გადადგმული. დღეს არავის არ ეპარება ეჭვი არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ ქართული იცნება მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმედი Live-ში.

კომენტარები